პროექტის აქტუალობა
რადიაციის თემა ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ საქართველოსთვის აქტუალური გახდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსის ჯარების გასვლის და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. რუსმა ჯარებმა დატოვეს რადიაქტიური ნივთიერებები,რომლებიც წარმოადგენს რადიაციის წყაროს და გამოიწვია სიმსივნური დავადებების ,,გაახალგაზრდავება,ამდენად მისი არსის ცოდნა და უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია.
1 პროექტის სახელი : ფრთხილად–რადიაცია!
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას რადიაციის, მის მიერ გამოწვეული შედეგების და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფა 3 ჯგუფად თითეულ ჯგუფში 3 მოსწავლე.
პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას რადიაქტიური გამოსხივების
სახეების, მათი ზემოქმედების და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, ბუნებრივ რადიაციის წყაროებსა და საყოფაცხოვრებო რადიაციაზე.
მე–2 ჯგუფი – საქართველოში რადიაციული ფონის შესახებ ინტერვიუს აღება გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან, ფოტო მასალების შეგროვება, პლაკატების დამზადება.
მე–3 ჯგუფი – პრაქტიკული სამუშაო– საკვები პროდუქტების რადიაციულობის დადგენა ფოტო ქაღალდის მიხედვით, საინფორმაციო ბუკლეტების გამოშვება ,,ფრთხილად– რადიაცია", სადაც მოცემული იქნება რადიაციის მაჩვენებელი ნიშანი და უსაფრთხოების წესების დაცვა.
მაისურებზე რადიაციის ნიშნის დახატვა და სკოლის მოსწავლეებს შორის გავრცელება.
მასწავლებლის თვალყური და მითითებები მუშაობის მსვლელობაში
ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს სინთეზი და პრეზენრაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მოძიებული მასალები,სლაიდ შოუ, პლაკატები დიაგრამები, ფოტო გამოფენა ვიდეო მასალა, პრაქტიკული სამუშაოს შედეგები.
4. მონაწილეთა ასაკი: 16 წელი
5.ვადები : ერთი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ისტ–ს გამოყენება,ინტერვიუ, პრეზენტაცია, პრაქტიკული სამუშაო, მუშაობა ჯგუფებში .
7.მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას)
1.საინფორმაციო ბუკლეტები
2.ფოტო– სურათების გამოფენა
3.ბლოგის შექმნა
4. მაისურები რადიაციის გამაფრთხილებელი ნიშნით
5 .პლაკატები
6. ვიდეო მასალა
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის მოძიების, ინტერვიუს აღების, დაკვირების, ანალიზის ,დასკვნის, ურთიერთთანამშრომლობის და ზრუნვის უნარ–ჩვევები
8.სასარგებლო სხვებისათვის : მოსწავლეები თანატოლებს ინტერნეტის საშვალებით უზიარებენ მოპოვებულ ინფორმაციას რადიაციის არსის ,მის მოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოების წესების დაცვას.
9.სამუშაო ენა –ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ფიზიკა,საინფორმაციო ტექნოლოგიები
ქიმ.XI.1
მოსწავლე აღწერს ატომის აღნაგობის და მასში მიმდინარე პროცესებს
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
. მოიპოვებს ინფორმაციას ალფა, ბეტა, გამა გამოსხივების თავისებურებების შესახებ,მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით, მსჯელობს მათი გამოყენების შესახებ
. იყენებს შესაბამის სიმბოლოებს და ადგენს ატომბირთვული რეაქციების ტოლობებს
პროექტის ავტორი: გულნაზი დევდარიანი
.ავტორის ელ.ფოსტა: http://www.ketevandevdariani@gmail.com/
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment